четверг, 15 августа 2013 г.

პროექტის სახელწოდება
გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელები.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
თემა:  ქართველი ფეხბურთელების ბიოგრაფიული მონაცემები,მათი მიღწევები და დამსახურება ქართული ფეხბურთის განვითარებაში.ფოტო და ვიდეომასალის მოძიება და შეგროვება.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს,თუ როგორ მოიძიონ ესა თუ ის ინფორმაცია,გაეცნობიან გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელების ბიოგრაფიას,მათ მიღწევებს.გაეზრდებათ მოტივაცია იმისა რომ ისინიც გახდნენ მათსავით წარმატებული სპორტსა და ცხოვრებაში.
პროექტის მიზნები
შეისწავლიან გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელების ბიოგრაფიას,მათ მიღწევებს.
გაეცნობიან მათ წვლილს და დამსახურებას ქართული ფეხბურთის განვითარებაში.
მონაწილეთა ასაკი
VIII .კლასი.
ვადები-ხანგრძლივობა
2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები,კვლევა-ძიების პროცესში მეტს შეიტყობენ გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელების შესახებ,გაეცნობიან მათ ღვაწლს და დამსახურებას სამშობლოს წინაშე.შეეძლებათ გააკეთონ ბუკლეტები,მოამზადონ პრეზენტაცია,მოაწყონ ფოტოგამოფენა,შექმნან ვებ-ბლოგი ქართველი ფეხბურთელების შესახებ,ისწავლონ საინფორმაციო ტექნოლოგიების,ინტერნეტისა და კომპიუტერის გამოყენება პროექტის მსვლელობაში.აღეძვრებათ სურვილი იცხოვრონ ჯამრთელი ცხოვრების წესით.
უნარ-ჩვევები
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური,სინთეზური,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს,ისწავლიან პროექტზე მუშაობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი,ინტერნეტი,ფოტო და ვიდეოაპარატურა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელების შესახებ ინტერნეტის გამოყენებით.გაეცნობიან მათ ბიოგრაფიებს,სურათებს.აიღებენ ინტერვიუვებს გამოჩენილი ფეხბურთელებისაგან,ქმნიან და ავსებენ სამუშაო ფურცლებს (ცხრილებს),იღებენ სურათებს,ვიდეომასალას.მოიძიებენ და გამოიკვლევენ იმ სტადიონებსა და ქვეყნებს,სადაც ამ ფეხბურთელებმა მიაღწიეს წარმატებას.
გამოიკვლევენ და გაეცნობიან,იმ გუნდების ისტორიას და მიღწევებს,სადაც ეს ფეხბურთელები მოღვაწეობდნენ.ასევე შეიძლება მოსწავლეებმა მოიძიონ საინტერესო მოვლენები და სპორტული კურიოზები მათი ცხოვრებიდან.შექმნიან ელექტრონულ პორტფოლიოს,დაამზადებენ პრეზენტაციებს.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
სპ.VII-IX.1. მოსწავლეს შეუძლია გათავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           სპორტული ფორმის შენარჩუნების მიზნით ჩაბმულია რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში;
·           აღწერს, თუ რა ზეგავლენას ახდენს ფსიქოაქტიური ნივთიერებების - ნარკოტიკების, ალკოჰოლის, ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და თამბაქოს მოხმარება ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მის სოციალურ სტატუსზე.





მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

სპ.VII-IX.4. მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
·           გონებრივი შრომით განვითარებული დაღლილობის შემთხვევაში, აღდგენის მზნით უპირტესობას ანიჭებს აქტიურ დასვენებას (მოძრავი თამაშები, სახალისო სპორტული თამაშები და ა.შ).


მიმართულება: აქტიური მონაწილეობა სპორტში


სპ.VII-IX.5. მოსწავლეს შეულია  მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებ მის ჯანმრთელობას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ სპორტის სახეობებში;
·           მონაწილეობას იღებს  სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სირთულის  ლაშქრობებში;
·           რეგულარულად ასრულებს ფიზიკურ ვარჯიშებს ინდივიდუალური მიზნებიდან გამომდინარე;
·           ამოწმებს საკუთარ მიღწევებს დროის გარკვეულ ინტერვალში;
·           აწარმოებს ჩანაწერებს მიმდინარე სპორტული აქტივობების და აქედან გამომდინარე ფიზიკური მდგომარეობის შესახებ.


სპ.VII-IX.6. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           მოქმედებს სხვებთან შეთანხმებულად საერთო სპორტული მიზნის მისაღწევად;
·           აქტიურად განიხილავს და აანალიზებს სპორტის სიახლეებს.



პროექტის ხელმძღვანელი
თამაზი მეძველია

Комментариев нет:

Отправить комментарий